კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 10:07
Advertisement

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

ცაში ტრიალებს ბუქი.

ქარი გიჟივით დაჰქრის,

მოდის თოვლი და წვიმა,

ორი ტყუპი ძმა ზამთრის.


უდაბნოსა ჰგავს სტეპი,

ქარს აჰყოლია ზვავი

ბუჩქიც კი არსად არის,

რომ შევაფაროთ თავი.


ფერდებს გვილეწავს სუსხი.

გვინგრევს შიმშილით მუცლებს

ვერ გავექცევით ამ მტრებს,

ვიტანთ, ვყმუით და ვუძლებთ.


არის მესამე მტერიც

თოფის ლულაზე ბოლი,

მოსჩანს თეთრ თოვლზე ჩვენი

სისხლის წითელი ზოლი.


გვცივა, გვშია და ვუძლებთ,

ერთით ვჯობივართ მრავალთ,

ყმად არ ვეკუთვნით არვის

თავისუფალნი დავალთ.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen