კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:17
Advertisement

 

 

 

მაღალ მოლოდინს შეეჩვია ჩემი პროფილი,

ღამე დღესა სცვლის და ალიონს მწუხრის საათი,

სიტყვის ნადიმზე მე არა ვარ უარყოფილი,

მაგრამ მომბეზრდა მალულობა, ფარული დარდი.


ბევრი ვეწამე, (აღარა ვარ დღეს მინდობილი),

იჭვის სათვალით გავადიდე, შუქი დავანთე,

ო, რა ძნელია ფერწასული წუთისოფელი,

ოდეს არ კვდება ვერლენი და ბრძენი საადი.


ჩემი ლექსები მოვიშორე და გავასხვისე,

დიდი მოთმენა მოვიახლე და შევითვისე,

დაღლილი შუბლით მოვიწყინე სხვისი სიავე.


ყველას გავუძლებ - კარგადა ვგრძნობ, ყველაფერს დღესა, -

სახელის ლანძღვას, ტიციანს და მის მეუღლესა,

კვლავ ფრთებს ავისხავ და სტრიქონებს მივცემ სილაღეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen