კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 06:58
Advertisement

 

 

 

მოვა სექტემბერი

წვიმით და ტალახით

და უცბათ მოიწყენს

პატარა ქალაქი.

აღარც „დაჩნიკები“,

აღარც ბაზრობები,

აღარც ტურისტკები,

აღარც გაცნობები!

აღარც ქოლგები და

აღარც “ფიატები“

აღარც ბრკოლდები და

აღარც გვიანდები.

ცვივა ხეივანში

ჭრელჭრული ფურცლები,

ქებაძის - ფანჯრები

არჩვაძის - ყურძნები...

პაწია სკვერები -

პროვინციულია...

ბულვარს რომ გადადის -

მგონი, ციურია!

პაწია, მოწყენილ

ქალაქს რა ჯობია! -

აქ ყველა გიცნობს და

ყველა ნაცნობია!

და ყოველ საღამოს

(რა უნდა აკეთო!)

არც გაგემტყუნება, -

რესტორანს დახედო!

ან ძმაკაცს მიადგე, -

ძმობა - სიკეთეა, -

ვბაასობთ, ჭიქაზე

ხელი გვიკიდია;

გავყურებთ შოდას და

რიონის სანახებს,

ვთხრით ძნელადგასაძლის

სატახტო ქალაქებს;

და მყუდრო დღეები

დღეებს მიჰყვებიან, -

ტბაზე გაბაწრული

საწყალი იხვებია...

არის მოწყენაში

რაღაც სიტკბოება,

რაც ქვეყნის ზრიალში

აღარც იპოვება...

სად იყავ, სად ვიყავ,

სად ვიყავ აქამდის?!

„მშვიდობით“ თუ არა,

რად არ ვთქვი „ნახვამდის!“

რაჭაში, ლეჩხუმში,

სვანეთში, იმერეთში,

გვიან-სიბერეში,

გვიან სიბერეში -

ოქტომბრის წვიმებით,

ნოემბრის ტალახით -

მიყვარს მოწყენილი

პატარა ქალაქი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen