კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 04:05

 

 

 

ის გაიზრდება... და ბევრ რამეს წაშლის დაფაზე.

მრავალ ძველ დასკვნას, ძველ ფორმულას გადააფასებს.

გადააფასებს, რაც ძველია, რაც სულს ახავსებს,

შექმნის ახალ გზებს, ახალ წიგნებს, ახალ ნახაზებს.

ის აღმოაჩენს ახალ წამლებს, ახალ კანონებს,

შედევრებს შექმნის, თავის სახელს ღმერთს გააგონებს.


გავა ჟამი და მის ცხოვრებას ბევრი მიბაძავს

და ბევრი რამეც შეიცვლება ამ ქვეყანაზე,

მაგრამ ერთხელაც

ღვთის განგებით მოვა ვიღაცა

და გარდაცვლილის დიდ საქმეებს გადააფასებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ