კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:07
Advertisement

 

 

 

აქ მივდიოდით ჩვენ ცხრა წლის წინათ,

ქვეყნად და გულშიც მაისი იდგა,

გულში იმგვარად მნათობის ბრწყინვა

ქვეყნად მზის ხილვა

აწ ვეღარ ითქვას...

მზექა,

შენ ახლა საფლავში გძინავს,

მე ამას ვამბობ და სული მიდგას...

ახლა მნათობი სისხლისფრად ბრწყინავს,

ჰგავს გულიც, ახლა, მეწამულ მიტკალს...

ასე მგონია:

უსისხლოდ დამკლეს,

ჩემი მზე უფსკრულს გადაექანა...

თავით შეასკდი, გაბრიელ, ამ კლდეს,

რომ გაგებზაროს წყეული ქალა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen