კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 14:48
Advertisement

 

 

 

აღარ გათავდა...

ლამის გავთავდი...

ქალი რას ჰგავდა?

კაცი რას ვგავდი?!


ის ვინც მფარავდა

იმას ვპარავდი

მღვდელი რას ჰგავდა?

მრევლი რას ვგავდი?!


ვენა გადასკდა

ღვარძლის კასკადი...

ფლიდი რას გავდა?

ნაღდი რას ვგავდი?!


გლოვის თამადა,

ცოდვის თავადი,

მე როგორ მგავდა...

მას როგორ ვგავდი...


P.S.

ვისაც ოდესღაც 

მსგავსი ბოდვები

დაუგროვდება -

დაველოდები!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen