მე ვის ვუყვარდი?
- არა, არავის!
მე ვინ მიყვარდა?
- არა, არავინ!
აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე
სევდის მომგვრელი
და შემზარავი.
მაგრამ იქნება
ვინმეს ვუყვარდი,
მიყვარდა ვინმე,
და ერთურთს
პირზე ხელს ვაფარებდით
და სიყვარული არ ვათქმევინეთ.