სულ ერთი კვირით
ვჩერდები მგზავრი
საფლავთან, სადაც სიჩუმეც ყარს, -
მთვარეს ხელს ვაჭერ,
წკრიალებს ზარი...
ვიცი, ცა უხმოდ გამიღებს კარს.
წუთით შემეტყო პატარა დაღლა,
მაქვს მოლოდინი, რომელიც მკლავს, -
თვალს ჩვენ აქ ვხუჭავთ სამარადჟამოდ,
თორემ იქ, მაღლა ახელენ თვალს.