კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:51
Advertisement

 

 

 

ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული,

ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული,

ლამაზ რითმისთვის ერთის წუთით ჩაფიქრებული

ვამაყობ მითი, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.


დამონებულ ხალხს შევაპარე სიტყვა თარსული.

ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული.

მხოლოდ უაილდს ყელსახვევი გაკვირვებული.

მათრობს გაშიში, სურნელება ძველი, სპარსული.


საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა,

მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი მე თუ მენდობა,

ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი.


მე მახალისებს მხოლოდ ჩემი salto-mortale

შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა

და რუსთველთან გადავდივარ მე ალავერდსა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen