კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:53
Advertisement

 

 

 

დღეს ჩამოდის,

არა ხვალ და

არა ზეგ და მაზეგ,

გობელენებს ვეფერები,

ვაზებს ვალამაზებ.


დამატარებს

უხილავი

ხელი რეჟისორის

კედლებს შორის,

ფიქრებს შორის,

წელიწადებს შორის.


საათს ვუსმენ შეუცდომელს

და გულს შეუცდომელს

და ვადარებ

ზარისა და

ტელეფონის დუმილს.


კარებიდან ფანჯრებამდე

დათვლილ მილიმეტრებს

სარკეებში დანახული

ზეცა

მიიმედებს.


ბოლოს ფერი უბრუნდება

ჩამქრალ ტელეეკრანს

და ზარი და ტელეფონი

ერთდროულად რეკავს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen