კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:47
Advertisement

 

 

 

იმღვრევა ფიქრი ფრთებდალეწილი,

ქრიან აპრილის მწვანე ქარები...

მივდივარ შენგან, ვით მოკვეთილი

და მაცილებენ გლოვის ზარები.


წრიალებს ფიქრი ნერვებმომშლელი,

რომ ვარ ზედმეტი

და ვერ გელევი!..

მაინც მგონია, ხელს გამოშვერილს

მაჭრი და მერე მიხვევ ცრემლებით.


ვერ გამომიყვანს დღეები წირვას,

ოღონდ ინდომე,

ოღონდ გაბედე!..

რატომ მიგყავარ უფსკრულის პირას,

მერე მის ფსკერზე რატომ მახედებ?


იმღვრევა ფიქრი ფრთებდალეწილი,

ვინ დამწყევლა და

ვინ შემაჩვენა?..

მივდივარ შენგან გულჩაწყვეტილი

და მოკვეთილი მიმაქვს მარჯვენა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen