კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 15:24
Advertisement

 

 

 

ყველასათვის ცუდი მსურს,

სინიდისის მტერი ვარ;

თაყვანსა ვსცემ მტრობა-შურს

და მით ბედნიერი ვარ!


ვწერ და გროშებს დავეძებ,

ცოტასაც არ ვჯერი ვარ;

თუ არ მომცემს - ვიტაცებ

და მით ბედნიერი ვარ!


წარა-მარა მელანს ვღვრი,

პუბლიცისტად ვწერივარ;

თავ-ბრუ მესხმის და ვყვირი:

„მხედავთ? ბედნიერი ვარ!!"


ბატის-ტვინა, შოშია,

ჭია-ღუა, მწერი ვარ!...

ვყეფ მე, როგორც შოშია

და მით ბედნიერი ვარ!


პატრონი მყავს გულ-დიდი

მეც მის შესაფერი ვარ!

მრუდე მაქვს გზა და ხიდი,

მაგრამ ბედნიერი ვარ!


შევწუწკუნებ რედაქტორს,

მისი ფეხთა-მტვერი ვარ!

სხვას ვერ ხედავს ის ჩემ სწორს

და მით ბედნიერი ვარ!


მხოლოდ მისი გულისთვის

თითქმის ყველაფერი ვარ!

რჯულს გავყიდი ფულისთვის

და მით ბედნიერი ვარ!


ცუდს ვფიქრობ და ცუდი მსურს,

კარგი კაცის მტერი ვარ!..

ქვეყნად ვთესავ მტრობა-შურს

და მით ბედნიერი ვარ!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen