კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:53
Advertisement

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

მას შევწირე ჩემი მწველი ჩანგი,

გულით ქვაა, ნაზი სახით - მანგი.


მოთმინება, სიმტკიცე და გონი

წარმტაცა და გულს დამადო თანგი.


სულში მიდუღს სიყვარულის სევდა

და ამომდის ცეცხლოვანი ჰანგი.


არ გაქრება სიყვარული ჩემი,

გინდ მიხრავდეს ძვლებს ჟამთასვლის ჟანგი.


თუ გიშველის, ეგ გიშველის, ჰაფეზ,

მაგის ბაგის, მაგის ბაგის ბანგი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen