კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 21:14
Advertisement

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

ეგ შენი თმები აურაცხელი,

ძვირფასო, ჩემთა თვალთა შუქია,

და მშურს, ამ გრძნობას შური თუ ჰქვია,

მათ როგორ ვარცხნის ეგ სავარცხელი.


ის უკვე ჩემი გახდა მძარცველი,

კბილი შენს თმებში რომ გაუყრია,

თუ ფიქრობს ჩემი ღონე უქმია

და არავინ ჰყავს შენს თმებს დამცველი!


მაგრამ მე რა ვქნა! ხელს მას უმართავ,

დღეღამ ის არი შენს სასთუმალთან,

მე კი მიშორებ ცივად თავიდან.


იცოდეს, შენი თმის ტყე იკმაროს,

ყელსა და სახეს არ მიიკარო,

თორემ ამას კი ვეღარ ავიტან!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen