კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:03
Advertisement

 

 

 

ღრუბლებს ხედნის ქარი, 

ერეკება რაშებს 

და ფოთოლთა ჯარით 

ირგვლივ დაპარპაშებს.


ცას გააპობს ელვა, 

მიკიოტი კივის. 

ტყემ დაიწყო ღელვა 

და ოხრავს კაცივით.


მოვუყვები ბილიკს, 

უღრანებში მივალ. 

ჩხიკვი იწყებს ქილიკს, 

ნელსურნელობს თივა.


ზის წიწვების ბადით 

წითელკაბა სოკო 

და ველური ვარდი 

მიწვდის თავის კოკორს.


მალე გაწვიმდება, 

ტყეს არ უჩანს ბოლო 

და გზადაგზა მხვდება 

მოცხარი და ჟოლო.


გადავურჩე წვიმას 

არა მაქვს იმედი. 

ქარი გაიჭიმა, 

ქარი ღრუბლებს ხედნის.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დალილა ბედიანიძე  • • •   დალილა ბედიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen