კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 22 ივნისი 2026 03:27

 

 

 

ამ გაუვალ უცხო გზებზე

განა მართლა დაგეკარგე კარგო?

ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე

გასაღები შენი გულის სარგო...


ვკრიფე, ვკრიფე, ვერ დავკრიფე,

განა მართლა ყვავილების ტყვე ვარ?

უნებლიედ გულზე ხელი დავიკრიფე

და მზით მთვრალი ყვავილებში ვწევარ...


ვწერე, ვწერე, ვერ დავწერე,

განა მართლა წვერი მოტყდა კალამს?

გული შენზე ოცნებებით შევაჯერე

და არავის ფიქრი მომიპარავს...


სხივი მწველი ბალახებში იმალება,

ქარი უმღერს ჩვენს აწმყოს და წარსულს,

ნურც მოგშლოდეს ქართულ ზეცის ბრწყინვალება

საქართველოს პირმშვენიერ ასულს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ეთერ სამხარაძე  • • •   ეთერ სამხარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen