კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 19:10

 

 

 

ბევრი შენზე ლამაზია,

ბევრი -

შენზე მდიდარი,

ზოგს ოქროთი უდგას სული,

ზოგი მზით და მთით არი, -

შენი ყანა მირჩევნია,

შენი ნასიმინდარი...

ვენაცვალე შენს მთიანეთს,

თიანეთს და თრიალეთს,

ზემორაჭულ,

გარეკახურ,

შუამესხურ დიალექტს, -

მიწას ფეხი ვერ დავადგი,

ცაზე მახეტიალებთ...

აქეთ ჩვენი არაგვია,

იქით -

მათი ლამანში,

შორს ალპების თოვლი ბრწყინავს,

ახლოს -

აილამასი, -

ზოგი შენზე მდიდარია,

ზოგი -

შენზე ლამაზი...

მაგრამ როცა იმ ლამაზთან

ვცეკვავ დარდიმანდულად,

ანდა როცა იმ მდიდრების

ზმა მესმის და სხარტულა, -

მენატრები,

მელანდები,

მედარდები ქართულად!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen