კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 14:20
Advertisement

 

 

 

შენი ლანდია ქუჩის გადაღმა

და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე,

და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან

ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს.

და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათ

ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე,

ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად

თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ.

ეს ერთადერთი გზა არის ალბათ,

რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა

სურვილის თოკი, ძველი და ცალფა,

ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა.

არ გადმოხვიდე! წადი! იარე!

ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,

შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,

ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.

წადი, მხდალია ჩემი სურვილი!

ყალბი ღიმილი ალპება პირზე,

და ასახიჩრებს ბლაგვი ცულივით

შენს განათებულ მხრებსა და კისერს.

ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი

ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,

რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი

და არა მხოლოდ გუბე და ღობე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen