კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:41
Advertisement

 

 

 

ის სოფელშია და მწერს წერილებს

და სიზმრებს მიხსნის საშიშს,

ჩამორჩენილი წეროს წივილი

მესმის დობილის ხმაში.


სულ ცოტა რაღაც ქარაფშუტული,

თუნდაც გაკილვის ღირსი,

განსჯის მაგიერ სიცილ-ჟღურტული, -

გათხოვდებოდა ისიც.


ჰყოლოდა შვილი თუნდაც უმამოდ.

მაგრამ ოჯახი, მსჯავრი?

თუ არა ღლაპმა, ვინ დაუამო

მის მოხუც დედას ჯავრი!...


მე მისი ბედი ძილშც მაწვალებს

და სიზმრის მაფენს ძეროს...

ჩემი დობილი... ჩემი საწყალი

ჩამორჩენილი წერო...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen