კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:02

 

მთარგმნელი: ესმა ონიანი

 

აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ,

ქრება ყოველი, როგორც ხეზე ყვავილების თეთრი ფიფქები.

ჭკნობის ოქრო ამიგიზგიზებს,

აღარასოდეს ახალგაზრდა აღარ ვიქნები.


შენ, ჩემო გულო, გამალემით კვლავ აღარ გალობ,

საცაა სიცივე წაგეტანება,

და არყოვანის ჩითის სამყარო

ვერ შემიტყუებს ფეხშიშველა სატანტალებლად.


ო, დახარჯულო ხელუხლებლობავ!

ვაღარ მიღვივებს ბაგეთ სიალეს,

თვალების შფოთს და მოზღვავებულ სიჭარბეს გრძნობის

ძველებურად სული იგი მოხეტიალე.


ახლა სურვილებს იშვიათად და ძუნწად ავშლი,

სიცოცხლევ ჩემო, ნეტავ ხომ არ დამსიზმრებიხარ?

თითქოს გავვარდი ვარდისფერ რაშით

გაზაფხულის მოგუგნე სანახებიდან.


ყველა, ჩვენ ყველა ქრობის ნიშნით დადაღული ვართ,

ნელა იღვრება ნეკერჩხლების ფოთლის სპილენძი…

იყავ კურთხეულ სამარადისოდ,

რასაც სიცოცხლის გასაქრობად თურმე ვიძენდით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სერგეი ესენინი  • • •   სერგეი ესენინის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ