კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:45
Advertisement

 

 

 

გადაელვისდა ღამე ფარნებით

და ჰეტერების გუნდი ფრთხიალებს.

ქუჩა ქიმერა - დიდ ვერჰარნებით,

ტორტმანობს, მოჰქრის და მოხრიალებს.

აქარავანდა ეტლთან ეტლები.

ავტო ტრამვაის მოკივის ბრაზით.

არ მასვენებენ გასაწყვეტლები -

ათას ხმაურით: სასტიკით, ნაზით!

კაფე პრინცესა ძაღლით მოსული, -

ვით არტემიდა შრიალა - ჩქარი,

გადაგრევს ფიქრი ბარბაროსული,

რომ ეს ძაღლია პრინცესას ქმარი!

...და ღამე მიდის სივარსკვლავეში.

"სკრიპკა" მიკვნესის ცაში ფლეიტას.

მკვდარ აკორდებად ცვივა კლავიში

და ძველ ტირილებს ყველგან შეიტანს.

მე გადავყვები თეთრ მისტერიას.

დღეს ბეთჰოვენი პოეტს ასვენებს.

გამოვალ გარეთ და თვალს მტვერიანს

ვერლენის ლექსი ჩამოასველებს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen