კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:39
Advertisement

 

 

 

წახველ, რომ თავი აღარ მაჩვენო,

მეც წავალ, მაგრამ რაღა მეშველოს,

ოქროს ბეჭედში თვლად ჩასაჯენო,

და გულის ჯიბით სატარებელო.


მე შენგან ჩრდილი მინდოდა მცირე,

რად გამიტყორცნე ბედი ჯირითად,

საკუთარ იღბალს თვითონ დავცინებ

და ჩუმად გავალ შენი ჩრდილიდან.


რა არი ჩრდილი!.. ფოთლებს აყვითლებს

და ბალახები ჩრდილში ხმებიან,

მაგრამ უზრუნველ პოეტს, ნაღვინევს

და გაფრენილი ჩიტის ხმებიანს,


მარტო შენს ჩრდილში დახედავს შუქი,

ამაღლებს ეშხი და ხმის ხავერდი,

მზის მომღერალი და მზეჭაბუკი,

მარტო შენს ჩრდილში გავიხარებდი.


შენ კი... წახველ, რომ სხვა დაამშვენო.

მეც წავალ მაგრამ რაღა მეშველოს,

ოქროს ბეჭედში თვლად ჩასაჯენო,

და გულის ჯიბით სატარებელო!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen