კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 01:48

 

 

 

ბუხართან ვზივართ. ტკრციალებს ცეცხლი,

უცნაურ ცეკვით გიზგიზებს ალი.

ნაზად ირხევა პირბადე ფერფლის

და პირბადიდან ათასი თვალი.

ზამთარი. მწვავე ყინვაა გარეთ,

ზარით ამტყდარა დეკემბრის ქარი,

თითქოს ბრმა ღამე აკვნესდა მწარედ,

დატყვევებული ღრუბლების ჯარით.

მაგრამ ეს ღამე ჩვენ რას დაგვაკლებს.

როცა ფიქრებში მზეა მაისის,

ბუხართან მოვთვლით ამბებს, არაკებს,

ჩვენმა ზამთარმა სევდა არ იცის.

ვზივართ. ეწყობა წამი-რგოლებად

და ეს რგოლები - უსრულო ჯაჭვად...

მოდის ფიქრები და მოგონება,

წარსულ დღეთაგან ძნელ ამბებს დაწნავს.

თვალებს ვახვედრებთ ერთმანეთს ნდობით,

მღელვარე გულში გრძნობები ჰქუხან...

"ჩემო ძვირფასო“... ვჩურჩულებთ გრძნობით

და ეს ჩურჩული ჩაესმის ბუხარს...

პასუხად უფრო ტკრციალებს ცეცხლი

და ნაპერწკლებად სიხარულს აფრქვევს...

არა, ჩვენ ზამთრის ხმა აღარ გვესმის,

ქარი ათასკეცს რომ შლიდეს აფრებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ