კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 00:30
Advertisement

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

მცოდნოდა მაინც ნეტავ ადრევე,

როდესაც ახლად ვიწყებდი მხოლოდ,

რომ სტრიქონები გკლავენ, გღადრავენ,

გაგგუდავენ და გიღებენ ბოლოს.


სჯობდა, მაშინვე მეთქვა უარი,

დასაწყისშივე, ფრთებს სანამ ვშლიდი,

რასაც ვითომცდა შორით ვუარე.

მორიდებულად, კდემით და რიდით.


მაგრამ სიბერე - ეს არის რომი,

ვინც მსახიობის თამაშის ნაცვლად.

არის ნამდვილი სიკვდილის მდომი,

სწყურია ნაღდი სისხლისგან დაცლა.


და როცა გრძნობა ათავთავდება,

სცენას მოდგება მონა ნადაგი.

აქ ხელოვნება უკვე თავდება.

და სუნთქავს ბედი და ნიადაგი. 

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen