კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:47
Advertisement

 

 

 

კი არ გემდური,

უბრალოდ, ვდუმვარ,

დუმილით გითხრა

მსურს საყვედური;

გულს, შენგან ნატკენს,

დუმილით ვკურნავ,

მე მხოლოდ ვდუმვარ,

კი არ გემდური.

შენ? შენ რატომღა დადუმებულხარ,

თუ ამას ამბობ დადუმებული:

რომ არ გინდოდა,

რომ უნებურად,

რომ უსამართლოდ მატკინე გული?

თუ ასე არის,

თუ მართლა წუხხარ,

რაღას წუხს გული

განკურნებული?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen