კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 07:14
Advertisement

 

 

 

ერთი დრო იყო,

გჯეროდა ჩემი,

ძალა ძმობისა გწამდა ძალიან,

დღეს ტევრს მიყვები ამაყი მზერით,

მეგობრისათვის აღარ გცალია.

ვერ გამიგია,

ბობოქრობ რატომ,

ვისგან რას ითხოვ,

კარგად არც იცი,

ულამაზესი პირიმზის პატრონს

შემოგეჩვია სენი ნარცისის!

ამპარტავნობის ყლორტი ახარე

და განდიდების ცეცხლი იწამე,

გადაგავიწყდა, ჩემო მახარე,

რომ თავნებობას მოსდევს სიმწარე.

ქაოსში შენთან მე ვერ ვიქნები,

წყაროს წყალს მე ვერ ვზიდავ საცერით,

მარად ჩამესმის,

ბრძენზე ფიქრებით,

- ასჯერ გაზომე,

ერთხელ გაჭერი...

ნერგებს ვაზისას ფათალოს ვაცლი,

საყანე ველზე ვკაფავ ნარ-ეკალს,

ვჭვრეტ სამრეკლოზე სიმართლის არწივს

და ველოდები როდის დარეკავს!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen