კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:00
Advertisement

 

 

 

თენგიზ არჩვაძეს


ჩამოიქროლა წლების გოდებამ,

სიბერეს რიდი არ აქვს არაფრის,

თუმცა, ქარაფს რომ აეტოტება,

ვეფხვს ქედუხრელად ხვდება ქარაფი.

ასევე შენთვის ხელის მორევა

ვერ შეძლო,

თუკი ვინმეს ენება,

შენ სიყვარულის იქეც მორევად

გარდასულ დღეთა გასახსენებლად.

ძმობის სანთელი ისევ აენთო,

ბრწყინავს ტაძარი სულის არჩივი,

შენ არწივებთან გქონდა საერთო,

ამიტომ შეგრჩა ფრთები არწივის...

სიბერის ვეფხვი თუმც გეტოტება,

ნამეხარ მუხას ვერ მოერევა,

წლები დალაგდნენ ოქროს ზოდებად

და სიყვარულის იქცნენ მორევად.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen