კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 20:55
Advertisement

 

 

 

როგორც ყველა ფინია,

დიდგული, თავმომწონე

იყო კრუზო, თუმც სულაც

არ შესწევდა ძალ-ღონე;

იმის ყეფას და წკავ-წკავს

არ ჰქონდა დასასრული, 

ხან ვის მივარდებოდა, 

ხან ვის გაანჩხლებული!

ერთხელ თვალი მოჰკრა მან, 

ეზოს გარეთ გასულმა, 

უცხო ნაგაზს და ყეფა

დაუწყო, გულმოსულმა;

ძაღლმა ჯერ ხმა არ გასცა, 

როგორც სუსტს, მოუთმინა, 

მაგრამ მერე გაბრაზდა

და ისეთი უკბინა,

რომ დიდხანს ეგდო კრუზო

უგონოდ და, ცოცხალი

თუმც გადარჩა, დაკოჭლდა

სამუდამოდ საწყალი!...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen