კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 07:52
Advertisement

 

 

 

ბროწეულებში ცა გახლართულა,

არმაზს და არაგვს სულში მზე უზის...

ჯვარი კი თითქოს ცის ხომალდია,

საქართველოზე დაბმული ღუზით.

მეცა მაქვს მიწა, ცა, გაზაფხული,

ბროწეულები, მთები, ტყეები,

მდინარეები, როგორც ბალახში

ჩამოვარდნილი ცისარტყელები.

და ბროწეულის ყვავილის ცეცხლი,

როგორც ტკივილი კივის და იწვის,

ჩემს მკერდს და ხელებს, ფიქრს და სიმღერას

აბრუებს სუნთქვა ცოცხალი მიწის.

და ამ მიწაში, ხეებში, ცაში,

ჩემი სიცოცხლე მღერის და ფეთქავს.

თუ ყურს დამიგდებ, მეც შემიძლია

ვთქვა, რაც გაზაფხულს უნდოდა ეთქვა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen