კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 21:21
Advertisement

 

 

 

რა ამაოდ ძლევას ფიქრობს

რღვევა ელის სარკეთა.

ვერ დამძლევს, ვერ შემიპყრობს

შიში, სასოწარკვეთა.

რა ამაოდ გზას იახლებს,

რომ წაშალოს საზღვარი.

ვერაფერსაც ვერ დამაკლებს

ღვართქაფი, ნიაღვარი.

ამაოდ ხმას ნიაღვარი

ქუხილად გადააქცევს,

ვერრაგვარი, ვერრაგვარი

გრიგალი ვერ წამაქცევს.

თუ საქვეყნო, არ ამაო

ზრუნვა გულს არ შორდება,

მითხარ, ზღვაო, შავო ზღვაო,

რა არ გამოსწორდება!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ "Share"
აირჩიეთ "Add to Home Screen"