კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:44
Advertisement

 

 

 

ვიღაცას ცოტა აგვიანდება,

მაგრამ ვიღაცა არ მოდის სულაც,

ვიღაც კი,

როგორც ბედის ბრალდებას

ინახავს კიკნა გოგონას სურათს.

ვიღაც ფერწასულ,

მცირე ბარათზე

მთელი სიცოცხლე უქხმოდ ლოცულობს...

ასე ამშვენებ და ალამაზებ

დიდ გზას დასიცხულს,

ხევ, მარტოსულო...

არ ვიცი როგორ,

და მეც მამაღლებ,

ყველა სურვილზე,

ყველა ტკივილზე!

რომ არ მოჩანდე წვრილმან საბაყლოდ,

სოფელო,

წუთით რომ შემიხიზნე,

მე იმ შუქმოსილ ჩრდილს ვეფარები,

მე იმ ზეციერ ნიჭზე ვლოცულობ...

მავსებ სინათლით და მოკრძალებით,

სულო სპეტაკო,

მზედ გარდმოსულო!


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen