კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:54
Advertisement

 

 

 

ბავშვობაში მე ბებიამ ყელზე დიდი ამბითა,

გახვრეტილი პატარა ქვა ავგაროზად დამკიდა.

"შელოცვილი ჯადოაო" - თავზე შემოგვლებია,

ავი თვალი არ მოგხვდესო, - ჩურჩულებდა ბებია.

ძილშიც კი არ მოიცილო, თილისმაა ამგვარი,

გაიზრდები, გამოგყვება გული ქვასებრ მაგარი.

იმ ქვას გულით ვატარებდი, გამთბარ გულის ფიცართან,

ბოროტისგან, ავთვალისგან ბავშვობაში მიცავდა.

დრო გავიდა, მაგრამ მაგრამ გული არ გამაგრდა ქვასავით,

ავი თვალი, ავი ენაც ბევრჯერ მომხვდა სარსალით.

გული მაინც გულად დარჩა, თუმც დაკორტნეს ქორებმა,

ბროწეულის ყვავილიც კი ყოფნის ასაჩქროლებლად.

ვერ უშველა შელოცვილმა ავგაროზმა პაწიამ,

ვერ დაიცვა ავისაგან, ვერც ქვად გადააქცია.

გული მაინც გულად დარჩა, ხან ხმაურობს, ხან დნება,

მკერდზე ლოდს რომ დამადებენ, მაშინ თუ გაქვავდება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen