კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:55
Advertisement

 

 

 

შენ, ერთადერთო მრავალთა შორის,

ძვირფასო შენი ერთადერთობით,

მადლობელი ვარ იმ დღეებისთვის...

მეხსიერებას სანამ ვენდობით,

არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს,

ის, რასაც კაცი ერთხელ განიცდის,

მადლობელი ვარ სიხარულისთვის

და ვარსკვლევების ჩამოტანისთვის.

მადლობელი ვარ-მეთქი ძვირფასო,

იმ ტანჯვისათვის, სულს რომ მიღრღნიდა,

სიტყვები, თრთოლვით დაბადებული

რომ ამომქონდა სულის სიღრმიდან.

მადლობელი ვარ იმ ცრემლებისთვის

და ქალწულური შენი ნდობისთვის,

მთელი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ

ანარეკლია იმ ღვინობისთვის.

მადლობელი ვარ თითებისთვის,

ბნელში თამაში რომ გამიმართა,

თვალებს ალერსით რომ გადივლიდა

და ჩერდებოდა ბოლოს ყვრიმალთან...

მერე უეცრად რომ თენდებოდა...

დღეს ათენებდა შაშვი-სოლისტი,

მადლობელი ვარ იმ ჩურჩულისთვის

და იმ ჩურჩულის სულთაბრძოლისთვის...

რაც არაერთხელ გაგვახსენდება,

მეხსიერებას სანამ ვენდობით,

შენ, ერთადერთო მრავალთა შორის,

ძვირფასო შენი ერთადერთობით!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen