კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:42

 

 

 

თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა“

და მომიხურეთ გულის კარები,

მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად

მოგართვით ლურჯი მინანქარები.

ერთის ქალისა იყვნენ ისინი,

ძვირფას ქათიბზე მათ ატარებდა,

მას ბევრი ჰქონდა ზურმუხტ-ლალები,

მაგრამ მინანქრებს არ ადარებდა.

როდესაც იყო ჩვიდმეტის წლისა

ის შეუყვარდა ჭაბუკსა ერთსა

და მის ლოდინში თავის მხევალთან

ის თამაშობდა ლუწს და კენტსა.

ესე ამბავი ძველის ძველისა

მაშინ სხვა გვარი ქროდენ ქარები,

ქარი არხევდა ალბად ქათიბსა

და ჟღარუნობდნენ მინანქარები!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ამირეჯიბი  • • •   შალვა ამირეჯიბის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ