კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:07

 

 

 

დავაკვირდი მაიას და მარიამს და მანანას და

ოთხმოცს გადავაბიჯე და ყველა ქალი გალამაზდა.

ისე მეხალისებიან, ისე მეიმედებიან,

შუქნიშნები გამოთიშეს: ქუჩა თითქოს ედემია.

პროტესტი არ დასცდენიათ უკიდურეს პროტესტანტებს

რუსთაველის პროსპექტიდან - თამარ მეფის პროსპექტამდე.

პოდიუმებს აფინანსებს უმშვენიერესი დენდი

და იმარჯვებს ლამაზების პრეზიდენტთა პრეზიდენტი.

მოუსმინეთ: უცნაურზე უცნაური გამებია

და თვალები თავისთავად გამექცნენ და გამირბიან.

მათამამებს სახალისო არია და არიოზო:

ისემც თვალი დაგიდგეს და თვალმა წყალი დალიოსო.

ამიხირდა არჩევანი და ეჭვები დამასია,

ყველა კარის მეზობელიც (ხელს ნუ ახლებ!) ლამაზია.

და მოყვასიც ამიხირდა: როგორ უნდა აგიტანო,

სად იყავი აქამდე და დამეკარგე აქედანო!

დავფიქრდი და პასუხი ვერ მოვიპოვე საკადრისი:

ნეტავ მართლა სად ვიყავი, სად მეძინა აქამდისინ?

ასაკს გადააბრალებენ, როცა საქმე არ გამოდის:

ჩემმა ოთხმა ოცეულმა მომიყვანა აქამომდის.

ჩიტის გული უნდა გქონდეს ანუ შიში კაკანათის:

ღმერთსა ჩემსა შვება ჩემი მოეწყინა აქანამდის.

ერთადერთი იმედი და ერთი მოიმედე მინდა:

ცოტა გვიან გამაძეონ ლამაზების ედემიდან.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ