ერთხელ თურმე სხეულის ნაწილები ერთმანეთს წაეკიდნენ:
„მოგვბეზრდა თქვენი ტარება, თუ კარგია, თვითონვე
იარეთო!" - თქვეს ფეხებმა.
ხელებმა წამოიძახეს: - „გვეყო თქვენთვის ამდენი მუშაობა, ახლა თვითონვე იშრომეთო!“
პირმა ჩაიბუტბუტა: - „განა სულელი ვარ, მუდამ გასვათ, გაჭამოთ, აღარ მინდა თქვენთვის საჭმლის ღეჭვაო!“
თვალებმა დაიჩივლეს: - „მოგვწყინდა ამდენი თვალთვალი, აღარ გვინდა თქვენთვის ცქერაო!“
ყურებმა განაცხადეს: - "დღეიდან ჩვენ უარს ვამბობთ სმენაზეო!"
ასე წაიჩხუბნენ ადამიანის სხეულის ნაწილები და შეწყვიტეს ერთმანეთის სამსახური.
მაგრამ რა გამოვიდა? ყველა ნაწილი დასუსტდა და სხეულს ღონე გამოეცალა.
მაშინ კი ნაწილები მიხვდნენ, რომ ჩხუბით ერთმანეთს ღუპავდნენ. ისევ შერიგდნენ და ერთმანეთის დახმარება დაიწყეს.
ადამიანის სხეული უწინდელივით ჯანსაღი და ღონიერი გახდა!