კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:05
Advertisement

 

 

 

ათი შვილი გამოვზარდე,

მივუძღვენი ჩემ ქვეყანას,

ჭირი ბევრი გამოვცადე,

ბოლოს მიწაც დამეყარა.


მაგ სოფელი სიზმარია

თვალწარმტაცი მატყუარა,

მასში ბევრი სიმწარეა,

რამაც ჩემ გულს გადუარა.


კაცი მხოლოდ სურათია

ნათელი ან ბუნდოვანი,

სამარისთვის სულერთია

ჯუჯაა თუ ახოვანი.


სანამ შესძლოთ მაგ ცხოვრების

დღენი ტკბილად გაატარეთ,

მოვა ჟამი განშორების,

თავს ვეღარსად შეაფარებთ.


ვერ გავექეც ბედის ლახვარს,

ახლა დავრჩი მხოლოდ მტვერი,

კაცს სიკვდილი ვიდრე ახლავს,

არარაა ყველაფერი.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ივანე ყიფიანი  • • •   ივანე ყიფიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen