კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 18:59
Advertisement

 

 

 

ჩამრჩა ხსოვნაში, როგორც არაკი,

როცა მე, ჩემს ძმას-ბალღებს პატარებს,

ძვირფასო დედი, მთელი ქალაქი

სახელდახელოდ შემოგვატარე.


წავიდნენ დრონი, შენ აქ არა ხარ,

მთის გულში დგახარ და იყურები,

ნეტავ საკუთარ თვალით განახა

ჩემი ქალაქის თაიგულები.


უნდა იარო, გულის ზიარო,

უნდა დაღალო მუხლი და თვალი:

მთელი ქალაქი რომ მოიარო

და შინ დაბრუნდე ნანახით მთვრალი!


განსხვავება კი ძალზე დიდია,

დასძლიე მოხუც ძვლების სირბილე,

სულზე ტკბილო და ძვირფასო დია,

ჩამოდი ქალაქს ჩამოირბინე.


სხვა რა მოგწერო, ძვირფასო დედავ,

მე ბედნიერი ჭაბუკი ვარ დღეს:

და რომ ჩამოვალ ზაფხულში შენთან,

მოგიტან ჩემი ქალაქის ვარდებს.

 

ლექსები დედაზე  • • •     • • •   ლადო ასათიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen