კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:18
Advertisement

 

 

 

საქართველოთი ვინ არ დამწვარა, 

ან ვინ არ სტირის საქართველოზე, 

უძილო ღამემ ცრემლით დაჰღვარა 

წარსულ დიდების დაღვრემილი მზე.


ბევრი ვიტირეთ... ბევრი ვატირეთ, 

გარდავიქმენით სისხლის მდინარედ, 

ცრემლებითა ვრწყავთ სამშობლოს ჭალებს, 

სულს ჩვენვე ვაცმევთ მწუხრისა ძაძებს.


დღესაც საკუთარს მივსდევთ ჩვენ კუბოს, 

სასაფლაოს გზა რად არ ილევა!.. 

სივრცე არ არი, რომ დაიგუბოს - 

სასომიხდილი მუქარა, წყევა!..


თეთრი აჩრდილი მისდევს ჩვენს კორტეჟს 

თეთრი აჩრდილი - თეთრი მადონის. 

გზა არ ილევა... თუმც მეწამულ მზეს 

აჰა, საცაა ზღვა დაიწონის.


მივდივართ ასე შორეულ გზაზე, 

ვარსკვლავნიც ჩვენთან გლოვობენ ცაზე, 

სტირის ზარნაშო... ჰკივის აფთარი, 

შავი ნაღველის გვცემს შავი ქარი.


მადონა, სატრფო, გკოცნი დალალებს, 

ჯვარცმული ერის მადონა დედა. 

სად დავისვენებთ, სად დავაწყობთ ძვლებს, 

გემუდარებით - გვითხარი დედა!.. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen