ყველა თავის ჯამს
ჩასცქერის და ცბიერია,
ოცი კაცი - ჭამს,
მილიონი მშიერია!
შავზე იტყვის შავს,
ვინც კაცი და ძლიერია,
მილიონი მშიერია.
სწყევლი დროს და ჟამს,
ივერია! ივერია?
საქართველო - მშიერია.