სიტყვით, ლექსით, რითმით, ტროპით, ჰანგით, აზრით, გზნებით, სიბრძნით, ცოცხლობს, სუნთქავს, ელავს, ფეთქავს, ხარობს, მღერის, შრომობს, იბრძვის, ყველა ოქროს და სიმდიდრეს, ყველა განძს და ყველა გვირგვინს გვირჩევნია ჩვენო შოთა რუსთაველის დიდი წიგნი. "ვეფხისტყაოსანის" ირგვლივ, რაც დრო გადის, ემატება სილამაზეც, ძალაც, ხიბლიც. გარეგნულად ხომ ბრწყინავს და ცხრა იმედი არის შიგნით, უფრო მეტად გვიყვარს შოთა რუსთაველის დიდი წიგნი. ცა გრგვინავს თუ მიწა იძვრის, ვერას აკლებს სრბოლა ჟამთა სტროფებს - მარგალიტებს მიჯრილს, არა მტრობის, არა ზიზღის, არა შურის ანდა ლიქნის, სიყვარულის მზეს უგალობს რუსთაველის დიდი წიგნი. თვალზე უმეცრების ლიბრი სათნოება უქადაგა მცხოვრებთ ერთმანეთის ჯიბრით. მეფის, მეჭორიკე ბერის, მხედრის, ხუროსა თუ მთიბლის არის ძველი მეგობარი რუსთაველის დიდი წიგნი. გვერდით უდგას ჩვენი მკვიდრი, ჩვენი სისხლი, ჩვენი ხორცი, ჩვენი მთის და ჩვენი მინდვრის. საბერძნეთს და იტალიას ამერიკასა თუ ინგლისს, თუ დავიპყრობთ, ჩვენ დავიპყრობთ მხოლოდ რუსთაველის წიგნით. |