კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:34

 

 

 

წვიმებს, გერილებს და არაზანებს,

ჭალებს, ჭიჭრიკონად შეფერილებს 

და ცის საფირონში განაზავებს, 

ღრუბლებს, იალკიალ შეფენილებს,

ზვირთებს რიონის და ალაზანის, 

ჭევლებს, ღარისთვალში ნაკულულებს, 

გიზად მობიბინე ბააბანებს, 

ტევრებს, მაღნარებს და დაბურულებს,

ქედებს, ხარირემთა საბალახოს, 

ქარებს, ზეკარებს და საბარულებს, 

მთათა მოქათქათე ჩაბალახებს, 

ბარში ნაკადულად გაპარულებს,

კორდებს, ბოკერას და დალაუგას, 

ცვარნამს, ბუსნარებში მოციალეს, 

ბილიკს, ისარას და კაპიშუკას, 

ბექებს, ბოლცომებს და ბორცვიანებს,

ბაღებს, თითოფერად აფეთქებულს, 

რუებს, ღირღილებს და შფოთიანებს, 

კორტოხს, სამზისგულედ წაფერდებულს, 

ჭერეხს, კარკალებს და ლოდიანებს,

კაბო ცისარტყელას, ცხრაფერქებულს, 

არმურს, ხევხუვებში ბოდიალას, 

სერებს, კირჩხალებს და ქოჩქოჩელებს, 

ჩხატებს, ბროლეულად ამტვერებულს 

და ჩვენს დედა ენას, მოსაფერებს, 

ერთად მოვეფეროთ ქართველებო!

შეიძლება დაგაინტერესოთ