კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:54
Advertisement

 

 

 

გამრჯე დედის თვალის ჩინო,

ფრთამერცხალა, ცეროდენავ,

მიხარია, რომ ზიხარ და

გაგიშლია "დედაენა" -


აკვნის წიგნი, სიბრძნის წიგნი -

ეს ერთი და სხვა ათასი!

გაკვეთილს რომ დაისწავლი,

მაშინა აქვს თამაშს ფასი.


წყალი სურას რომ აავსებს,

წყარო ისევ წავა, წავა...

ნაკადს ერთვის, ზღვაში ჩადის -

ასეთია შენი სწავლა.


ბევრი კითხვით ბევრს გაიგებ, 

დაფასდება შენი ჯაფა,

ფრთებს შეასხამ ბავშვურ ფიქრებს,

რწმენის გემი გაშლის აფრას.


შენც იმ გემის მესაჭე ხარ, 

გელის საქმე სასახელო... 

მომავალი შენია და

გამოადექ საქართველოს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen