კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:04
Advertisement

 

 

 

ორ ზღვას შუა სამოთხევ, ისე როგორც ადრეო,

წევხარ ვეფხისტყაოსნად და ადეო, ადეო.

მღვიძარე ხარ, უფრორე გაღვიძება სცადეო,

მაღალი ხარ, უფრორე ამაღლდები ცამდეო.


ადე ეპიტაფიით, გალობამდე ადეო,

ვიყო შენი მსახური, ეგ პატივი დამდეო.

ჩემი წინაპარია ყველა შენი მნათეო.

აადეო, ადეო, მეცხრე ცამდე ადეო!..


სტუმარს ღმერთად გაიხდიდი -

მისთვის იდიდეო,

პერანგს სხვისთვის გაიხდიდი -

მისთვის იდიდეო,


„აი ია“ მერცხალივით იწინამძღვარეო,

ქართული ხმა, სიტყვა, ფერი ატყევ-აზვარეო.

მე აქ სანამ მოვიდოდი, ვიწინასწარეო,

სულ მესმოდა ხმა უფლისა: ადე, ლაზარეო!

 

ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen