საქართველო ედემია, აკვანია ხმათა: ჩვენს ანბანსა ვით ედაროს ალფაბეტი სხვათა! თვისით გრგვინავს, თვისით ბრწყინავს, თვისით ლაღობს, ნაზობს... იმას არც-კი ეგუება ენა-ჩლუნგი პროზა. თვით ჰაერი ჩვენში არის გაჟღენთილი რითმით! იგი სწვდება სულის უღრმესს, საიდუმლო ხვეულს. ხან მახვილად, ხან გოდებად და ხან კოცნად ჰხდება. მზე-დარაჯად მას უდგია ლექსის ღმერთი - შოთა! და ეს სიტყვა სხივოსანი გვიანდერძა, გვანდო! ლოცვას ლექსის ფრთებზე აწყობს თვით სასტიკი ბერი; გარეშემო ღვთის რისხვაა - ის კი ლექსებს უზის! მუხამბაზით, გაფ-თეჯლისით ეჯიბრება სპარსსა! ღრმა ხნულებში პურთან ერთად იგი სთესავს... შაირს! თავთავებში წყობილ რითმებს ვერა ხედავთ განა?! შეხეთ, როგორ სურნელოვნობს ქართველ მგოსანთ კონა! ცხოველმყოფელ სულის ჩამდგმელს სილამაზის ღმერთსა! შუღლი, მტრობა ერთმანეთის წაუღიამც ქარსა! და რომელიც ჰაეროვან საქართველოს ჰქმნიდა. ჩვენში ვარდი უფრო ვარდობს, უფრო ქალობს ქალი! მაგრამა გთხოვთ მათქმევინოთ მეც "pro domo sua": ვერ აგყვებით კისკისითა აზრთა მაღალ მთებში. მის სევდასთან და კვნესასთან მე ვიქნები მარად! ჰფენთ გარშემო სიხარულსა, სთესავთ ია-ვარდებს. ცელქის კოცნით უშრობთ თვალებს, ცრემლებითა ნამულს! ჩვენ ორთავეს შეგვითვისებს საქართველოს ზეცა! |