კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:59
Advertisement

 

 

 

ო, რამდენი მკვირცხლი ბავშვის

მკვირცხლი თვალი გიმზერს ერთად!

ნაძვისხეო, რომელ მთიდან,

რომელ ტყიდან მოდი ჩვენთან?


იქ თუ ყინვა გაწუხებდა,

აქ ხომ ლხინობ, აქ ხომ თბილა!

გვახარე და გაიხარე,

გავატაროთ ეს დრო ტკბილად.


ჭაღებიდან საზეიმოდ

დაგფრქვევია შუქი უხვად,

ვარსკვლავები გამოგისხამს,

ტკბილეულით დატვირთულხარ.


ტოტებიდან თოვლის ბაბუ

მასპინლურად გვიწვდის ხელებს,

ხან ხუმრობით თვალს მოხუჭავს,

ხან ღიმილით ჩაახველებს.


გაიხარე, ნაძვისხეო,

ჩვენი ტყის და ჩვენი მთის ხარ,

სულ გიმღერებთ, ტკბილეულებს

მუდამ ასე თუ მოისხამ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen