კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:23

 

 

 

ახალი წლიდან

მაღალი, წმინდა

ოცნება უძღვის საქმეს კეთილსა,

გაჩენის დღიდან ამგვარად გვზრდიდა

მამის საღვინე,

თაფლი დედისა.


წამოჩიტული სიყრმის შვილები

თვალსა და ხელში შემომყურენი...

და აწვეთებენ სიტკბოს ულეველს

პატარა სახლის კედელ-ყურენი.


წამსვლელ წელს უყვარს უხვი საგზალი,

დამდეგსაც დახვდეს სუფრა გაშლილი.

ახალი წელი შორით ნამგზავრი

ტკბილეულს ელის სტუმარ ბავშვივით.


უთქვამს ნადიკვარს, მწვანე ყვავილას

- აგვივსო კალთა კაცის ნაშრომმა!

ხონჩით-ხონჩაზე სავსე ხვავითაც

დასტური უთქვამს მრავალ ვაშლოვანს.

 

კვლავ მეტს დაისხამს ოქროს ტაროსა,

მეტი ეშხითაც გულს უძგერია, -

მოელოდება სტუმრის დალოცვას

საქართველოში ყველა კერია.


ემრავლოს სტუმარს!..

... იქნებ მობრძანდე

შენც, ჩემო ფიქრის ერთო უფალო,

წლების ქროლვისგან გადახრილ სანთელს

ხელისგულები შემოუფარო.


კვლავ მოგვიძღოდეს სხივი უებრო

და სიჭაბუკე ჩაუქრობელი...

ცხრაწყაროს დაღმართს თხილამურებით

კიდევ მრავალჯერ ჩავუქროლებდი.


კვლავ აუღებელ მწვერვალს მიმგვარეთ,

აბა, წრიაპო თუ ძალაყინო.

ჩვენმა ზამთარმა ყინვა იმგვარი

არ იცის - გული რომ გადაყინოს.


დგას საქართველოს ახალი წელი

ლხინი შემოჰყვა სიგრძე-განედად,

ვხვდებით სახელოდაკაპიწებით

შინაც - გარეთაც,

შინაც - გარეთაც!

შეიძლება დაგაინტერესოთ