თოვლის ბებომ თოვლის ძაფით ბევრი ქსოვა, ჭრა და კერა, თანაც ასე ჩაიმღერა: - რერო რერა! რერო რერა! საჩუქრები მოგიმზადეთ, გაგახარებთ ყველას, მჯერა: - თოვლის ქუდი - სახლს! - თოვლის ქოლგა-მზეს! - თოვლის ქურქი - მთას! - თოვლის კაბა - ხეს! თოვლის გუნდები - ბლომად პატარებს! ახლა აბარგებს თოვლის პაპა ძღვენს: სათამაშოებს, ხილს და ჩურჩხელებს, ნამცხვარსა და კვერს, კანფეტს, ბევრზე ბევრს!.. თქვენთან სახლებში ჩამოატარებს! აგსრულებოდეთ ყველა ოცნება! - ტკბილად დაგასწროთ მრავალ ახალ წელს! |