კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 17:42
Advertisement

 

 

 

თებერვალი მოვიდა -

ზამთრის სუსხი აღგავოს.

თებერვალი დადგაო,

ხეში წყალი ჩადგაო.


შეიშმუშნენ ხეები

ჯარად ჩამომდგარები.

ტყეში იამ, ენძელამ

გაახილეს თვალები.


ყური ჰყარა ბალახმა,

მწვანედ გაიშრიალა.

მზე მომძლავრდა, ურჩება 

მიწას ზამთრის იარა.


ზამთრის თეთრი ნაბადი

ნაფლეთებად ჰკიდია.

შუქი სჭარბობს სიბნელეს,

დღე ღამეზე დიდია.


მთესველებიც ესტუმრნენ

ველებს, შავად გადახნულს

მითხარ რა შეედრება

საქართველოს გაზაფხულს?!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen