კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 05:21
Advertisement

 

 

 

საით მიხვალ შემოდგომავ,

შენი ჭრელი ქარებით, 

ფოთოლ-ფოთოლ, ფეხაკრეფით 

საით მიიპარები.


ვიცი, ერთხელ გათენდება 

და უშენოდ დარჩენილს 

გაძარცვულ ბაღს გაანათებს 

დათრთვილული ფარჩები.


სუსხიანი ზამთრის სუნთქვა 

ფანჯრის მინებს დაორთქლავს, 

მიჭირს შენთან განშორება, 

დარდის სიტყვით ამოთქმა.


გულით მინდა მივაკვლიო 

შენს უხილავ სამალავს, 

ვინ დაგხატა, ვინ დაგტოვა 

ფერადების ამარა?


ზეცა ელვის ნაბზარებით 

რისთვის ჩამოიკაწრე, 

მერამდენედ შემატოვებ 

მოსალოდნელ სიმკაცრეს.


საით მიხვალ შემოდგომავ, 

შენი ჭრელი ქარებით, 

ყველაფერი მავიწყდება, 

შენ რომ სულს ეკარები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen